თავდაცვის სამინისტროზ ყოფილი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
ირანის განცხადება კიდე უფრო ამძიმებს ოცნების მდგომარეობას. ირანი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად, არ დაუშვებს ტრამპის შუამდგომლობით შექმნილ კავკასიური კორიდორის ფუნქციონირებას.
რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა საქართველოში ნატო-ს ეგიდით გამართული ერთობლივი სწავლებების აუცილებლობა და ვაზიანის სამხედრო ბაზის ფარგლებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანშეწონილობა.
ოცნების მიერ ირანისა და რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები შეუსრულებელი გახდა. ამ ვალდებულებების აღების პერიოდში, ოცნებას იმედი ჰქონდა, რომ სარფი დიდი იქნებოდა, რისკი კი მცირე, რაკი ამერიკული, ევროპული და ებრაული ინტერესები კავკასიაში ძალიან მოკრძალებულად გამოიყურებოდა. თუმცა შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ოცნებას ყველაფერი თავდაყირა დაუყენა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ ახალ რეალობაში ვერც ახალი მოთამაშეების შესაძლებლობებს გაუმკლავდება და ძველი თამასუქების შეუსრულებლობისათვისაც სერიოზულად მოკითხავენ. სიტუაცია ისეთია, რომ ჩრდილოეთში კრემლის ვალი აქვს, სამხრეთში თეირანის, არაბული სამყარო შარში ყავს გახვეული კაცის გატაცების ფაქტზე, აზერბაიჯანი მტრების სიაშია, ფაშინიანი მიუღებელი, ჩინეთი შორსაა და ურთიერთობის გაღრმავებას კარგი პირი არ უჩანს, არც საქართველოში დამაიმედებელი პერსპექტივები, საპროტესტო საზოგადოება ძალას იკრებს. დარჩა ბიძინა ლაშას, შალვას, ლალის და ქართული ოპოზიციის იმედად.
უახლოეს მომავალში იქნება რუსეთის ბოლო მცდელობები კავკასიაში სიტუაციის გამოსასწორებლად, არ ვიცი კონკრეტულად რაზე დადებს ფსონს რუსეთი, მაგრამ, არა მგონია რაიმე სერიოზული შედეგები მიიღოს. პროცესები უკვე გაექცა პუტინს ხელიდან, თუ რაიმის შეცვლის თავი ჰქონდა უკვე უნდა გაეკეთებინა. იმედი მაქვს და ასეც ჩანს, რომ მხოლოდ სიმონიანის წყევლისა და სოლოვიოვის სისინის ამარა დარჩა რუსეთი კავკასიაში.