გიორგი თავდგირიძე: კობახიძის გუნდმა, წულუკიანი, თავისი კომისიით, გუშინ, ფაქტიურად ჩარეცხა პოლიტიკიდან

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
,,კობახიძის გუნდმა, წულუკიანი, თავისი კომისიით, გუშინ, ფაქტიურად ჩარეცხა პოლიტიკიდან. მდინარაძის განცხადების შემდეგ, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მიეცემა შანსი, შემოდგომაზე, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, კომისიას სამი ამოცანიდან მხოლოდ ორი დარჩა. წულუკიანი, როგორც ნაციონალური მოძრაობის გამანადგურებელი რკინის ლედი არ შედგა. წულუკიანი იქნება პოლიტიკოსი, რომელიც ებრძვის ანწუხელიძის გმირობას და ასაბუთებს, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო. წულუკიანს ჰქონდა იმედი, რომ ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ის იქნებოდა მთავარი მომლაპარაკებელი და მას ექნებოდა წონიანი ბერკეტი, შესაბამისად პოლიტიკურ ველზე ანგარიშგასაწევ ცენტრს შექმნიდა. რა დარჩა წულუკიანისგან გასაგებია.
გუშინ, მდინარაძემ გახსნა ოპოზიციასთან კულუარებში ვაჭრობის სეზონი. ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ვაჭრობაში მალე გამოჩნდება. ფაქტია, რომ სანამ ბოლომდე არ გაირკვევა, ს დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ, მას ივანიშვილს პირდაპირ არავინ დაარტყამს ( თუმცა ეს დრო შორს არ არის), ამის მაგალითი გუშინდელი გახარია-წულუკიანის დუეტი იყო, ყველაზე ყველაფერი, ბიძინაზე არაფერი.
ქართულ პოლიტიკურ კლოაკაში რა ხდება გასაგებია, სიბინძურე დუღილის ტემპერატურას უახლოვდება.
თუმცა არის ოპტიმისტური დასკვნების საშუალებაც, მზად არ არის ( ამის ძალა ჯერ არ აქვს და თუ სწორად ვიმოქმედებთ არც არასდროს ექნება) საქართველოში დიქტატურის მხარდასაჭერად, მინიმუმ შემოდგომამდე შეეცდება შედარებით მოქნილი, არაძალისმიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ოცნების რეჟიმი ხელისუფლებაში.
ძალა ერთობაშია. ბრძოლა გრძელდება.“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…