,,ფარის” დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
არის ისტორიული შანსი სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო ერთიანი პოზიიციით დაუპირისპირდეს რუსეთს და გააძევოს რეგიონიდან. არის ისტორიული შანსი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია როგორც მოვლენები დასრულდეს, მოხდეს დიდი პოლიტიკური გარღვევა და ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკური რეგიონი კავკასია, გეოგრაფია, ეკონომიკა და პოლიტიკა დასინქრონდეს. არის შანსი, რომ რეგიონის სამ ქვეყანაზე კი არ ვისაუბროთ, არამედ ათზე, ან 12 ზე.
და ამ ისტორიულ შანსის მოპარვას ვიღაც ივანიშვილი ცდილობს, გაუნათლებელი და ბნელი ქოცების მხარდაჭერით.
აუცილებლად უნდა გავარღვიოთ, კარდინალურად შევცვალოთ სიტუაცია, სულ სხვა რაღაცაებზე უნდა ვიკამათოთ, სხვა დონეზე ვიაზროვნოთ და რა თქმა უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტურად და ენის მოჩლექვის გარეშე ბრიყვებსა და ბაბუაწვერებთან.
ვიქნებით თამამები, გვექნება თამამი მომავალი. ისეთი, როგორსაც უკვე ექვსი საუკუნეა დავტირივართ