გიორგი თავდგირიძე: დღეს ირაკლი კობახიძე ნაადრევად გაიპარება კანცელარიიდან. იმიტომ, რომ მან იცის, შეგნებული აქვს უდიდეს ღალატს რომ ჩადის საქართველოს წინაშე

თავდაცვის სამინისტროზ ყოფილი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ფარის“  თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
დღეს ნაადრევად გაიპარება კანცელარიიდან. იმიტომ, რომ მან იცის, შეგნებული აქვს უდიდეს ღალატს რომ ჩადის საქართველოს წინაშე. მან აიღო თავის თავზე ღალატი, ბიძინას მაგივრად, წულუკიანსაც კი დაასწრო. ეტყობა კრემლი აკალაჩიკობას პირდება.
1989 წლიდან, საქართველოსთვის დაღუპული ყველა მებრძოლის ხსოვნა გადახაზა გუშინ მ. გუშინ ყველა ავღშფოთდით, ემოციამ გვძლია, მაგრამ დღეს როცა ვიაზრებთ რას ნიშნავს კობახიძის განცხადება, რეგირება უნდა იყოს მხოლოდ ერთი, კობახიძის და ოცნების რუსული ბანდის ადგილი საქართველოში არ არის, ქართული პოლიტიკა მათვის უნდა დასრულდეს, მათ აღიარეს საქართველოს ტერიტორიული რღვევა.
თუ კობახიძე დარჩება თუნდაც არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელად, საქართველო ტერიტორიებს საბოლოოდ დაკარგავს.