გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს: მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და შენს შვილებს მამა დაუბრუნდებათ, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ, რომ შენ ისინი მოკალი

გიორგი ზერეკიძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში ს განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა.
ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.
“შენ სამწუხაროდ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!!!” – წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, 2011 წელს რუს­თა­ვის N 6 დაწე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატი­მა­რი მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, სიკვდილის მი­ზე­ზად დე­ნის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!