გიორგი ვოლსკი: ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ გადაუდგამს, როგორც ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საპროტესტო აქციებზე ხალხს უხმობენ

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ გადაუდგამს, როგორც ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საპროტესტო აქციებზე ხალხს უხმობენ
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ს ჩატარებას კანონიერი საფუძველი არ აქვს, ვინაიდან არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის ინეტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.
„მეორე საკითხი, რომლითაც სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები, არის საგარეო კურსი, ორბიტა, რომელიც მათი თქმით, საქართველომ შეიცვალა. ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. არათუ გამოჩნდა ეს რაიმე ნიშნით, არამედ 2012 წლიდან მოყოლებულ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე უპირატესობა მომატებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ის რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს საპროტესტოა ქციებს მართავენ. ისინი ახალგაზრდების ზურგზე არიან შემომსხდრები, და უნდათ რომ ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ყველა მაჩვენებლით ჩვენ საკმაოდ წინ ვართ და ამას არამარტო ქართული ოცნება ამბობს, არამედ ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რეიტინგებში წინ გვაყენებ როგორც კანდიდატ ქვეყნებს შორის, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ. ბევრი არის გასაკეთებელი, ბევრი პრობლემა აქვს ქვეყანას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ გადაუდგამს, როგორც ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საპროტესტო აქციებზე ხალხს უხმობენ“, – აღნიშნავს ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, მადლობა ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი, ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ