გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი და უღირსობა

ოპოზიციური პარტიები დავობენ ერთმანეთში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არის თუ არა დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
“რეალური სურათი ასეთია, როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, როგორც ყოველთვის უღირსობა, როგორც ყოველთვის რაღაც თამაშები, რომლებიც აკადრეს მთელს საზოგადოებას კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც ფულს იღებენ, ვინც ფულს არ იღებენ ისინიც. ახლა დავობენ ერთმანეთში არის თუ არა ეს დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, უფრო სწორედ პარლამენტში ყოფნის დადასტურება და სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურად აღიარება. აი ამ თემაზე კამათის დროს, რასაკვირველია, იკარგება ყველაფერი, რასაც ჰქვია სერიოზულობა, სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ს ინფორმაციით, ს შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება