გიორგი ვოლსკი “ნაცმოძრაობის” ლიდერების კეზერაშვილთან შეხვედრაზე: მთავარი თემა იქნება “ნაცმოძრაობის” ფინანსური რესურსით გადარჩენა, რომელიც დღის წესრიგში დგას

“ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, იქნება მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, , პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ “არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა იმ დროს, როცა მისი მოქმედი თავმჯდომარე სააკაშვილი იყო”.
“ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა ამ პარტიაში, როცა სააკაშვილი იყო მისი მოქმედი თავმჯდომარე და ახლაც ვერავინ გაიგო, თავმჯდომარეა თუ მანიფესტების ავტორი.
ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, რასაკვირველია, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას,”-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი