გიორგი ვოლსკი – დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ – როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ოპონენტების მხრიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
იგი აზიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის 29 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “ საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.” ვოლსკის ინფორმაციით, ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე გზავნილი გაიმეორა.
„დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ…
ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის.
როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა“, – წერს ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა