გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი -ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

საქართველოს გეოგრაფიული ლოკაცია არის მსოფლიოს ხვალინდელი დღე – ხვალინდელი დღის ერთ-ერთი შემადგენელი სერიოზული ატრიბუტი, რომელსაც სჭირდება სტაბილურობა ჩვენთვის, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მან ისაუბრა, რა ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ დიდ მოთამაშეებს, როგორიც არის ევროკავშირი და რა ინსტრუმენტებით ცდილობს იგი თავისი ინტერესების გატარებას. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საუბარია, რუსეთთან ურთიერთობებზე.

„რამდენიმე დღეა, რუსეთთან განვითარების თემაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საქართველოს გეოგრაფიული ლოკაცია არის მსოფლიოს ხვალინდელი დღე – ხვალინდელი დღის ერთ-ერთი შემადგენელი სერიოზული ატრიბუტი, რომელსაც სჭირდება სტაბილურობა ჩვენთვის, სხვისთვის სჭირდება მოკლე არეულობა, ჩართულობა დაპირისპირებაში, რათა ყველაფერი იყოს კონტროლს დაქვემდებარებული.

მოხდა ისე, რომ საქართველოს მიმართ ბინძური პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად შეტრიალდა ბრიუსელის მიმართულებით, როდესაც -მა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესები წამოაყენა. ეს არ არის პიროვნული დამოკიდებულება. ახლა ტრამპზე საუბრობენ, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე ხდება ეს. ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. მოშორდა იმ პრობლემებსა და მოლაპარაკებებს – აღარ არის ჩართული. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მოლაპარაკებისაც და მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ვოლსკიმ.