“გიორგი ვაშაძის განცხადება იყო დაუშვებელი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, :
გიორგი ვაშაძის განცხადება იყო დაუშვებელი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი. ჩემს რეპლიკაზე, რომ იმედია აუტიზმში შეურაცხმყოფელი ფორმა არ უგულისხმია – მან იქვე მიპასუხა, რომ ნამდვილად არ უგულისხმია ის, რაც მოვისმინეთ. თუმცა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს თავად მან და როგორც მეტი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო პირმა ბოდიში მოიხადოს. ეს ჩემი აზრია.
აი, რატი იონათამაშვილმა, ქოცმა დეპუტატმა, რომელმაც ეს ეთერი დაიხვია ფარისევლურად, საერთოდ ხმა არ ამოიღოს როცა საუბრობს სპექტრის მქონე ბავშვებზე. ნუ ახსენებს იმ ბავშვებს, ვისაც მომავალი წაართვა. ასევე არ ახსენოს შშმ პირები, რადგან ის თავად წარმოადგენს შშმ პირს, რომელსაც ნული მგრძნობელობა აქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ. მის მიერ მიღებული რუსული კანონი ამის მაგალითია. ის არის არამზადა დეპუტატი, რომელმაც არათუ სამშობლო გაყიდა, არამედ დაუკარგა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს იმედი უფრო მარტივად დაძლიონ ყოველდღიური გამოწვევები, იცხოვრონ სრულფასოვნად და ღირსეულად, ნაკლები ბარიერებისა და შეზღუდვების ფინზე, რადგან მხოლოდ ევროპაზე გადის ის გზა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვისაც კი ადვილად გადასალახია. ხოლო რუსეთში ყველას ცხოვრება სულ უფრო ჯოჯოხეთურია და იონათამაშვილს თუ უნდა თავად შეუძლია გამოსცადოს საკუთარ თავზე, სხვებს კი დაანებოს თავი.