სულ 150 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ეუბნება უკანონო დავალებების შესრულებაზე – ძალიან ბევრი გამოდის უკვე კონტაქტზე, იმიტომ რომ იციან, ივანიშვილს ამ საფლავში არ უნდა ჩაჰყვნენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისივე თქმით, ამ 150 ადამიანიდან 35 სადამსჯელო ჯგუფის წევრია და “რობოკოპს”, რომელიც უკან დაიხევს, სჯიან.
ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, სადაც არიან, იქ გააპროტესტონ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.
“დღეს არის განსხვავებული დღე. პროტესტი პარალელურად ორ ლოკაციაზეა. გმირთა მოედანი გადაკეტილია. მადლობა ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს. პოლიცია ვერ უმკლავდება ამას, იმიტომ, რომ ისინი კანონგარეშე მოქმედებენ. რუსთაველზე პარალელურად დაიწყო აქცია და დაელოდეთ, კიდევ იქნება სხვა ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გადადგმული. მთავარია, პროტესტი მოედოს მთელ ქალაქს, მთელ საქართველოს და ყველას მოვუწოდებ, სადაც ხართ იქ გააპროტესტეთ.
სულ 150 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა. დანარჩენი უარს ეუბნება უკანონო დავალებების შესრულებაზე. ეს 150 კაცი ჰყავთ “შავ ფულზე”, მაგრამ მანდაც პრობლემაა. ამ 150 კაციდან 35 ჰყავთ ზურგში სადამსჯელო ჯგუფი, ვინც უკან დაიხევს “რობოკოპი”, მას სჯიან. ამაზეა უკვე. ივანიშვილს ვეუბნები – ყველა ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან მის გარემო მყოფი ადამიანები. ძალიან ბევრი გამოდის უკვე კონტაქტზე, იმიტომ რომ იციან, ივანიშვილს საფლავში არ უნდა ჩაჰყვნენ”, – განაცხადა ვაშაძემ.