გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერს, ის უბედურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, დასრულდება – პირობას გაძლევთ, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა

ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ვამთავრებთ ცენტრალურ მაგისტრალს, ვიწყებთ ლაზიკის პროექტის აღმშენებლობას. ვაფართოებთ ქუთაისის, თბილისისა და ს აეროპორტებს. ევროკავშირში პირდაპირ ფრენებს ვიწყებთ. ვქმნით სამუშაო ადგილებს, რომლის ანაზღაურებაც საშუალო 3000, ხოლო მინიმალური 1500 ლარი იქნება, – ამის შესახებ “ ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან კონკრეტული და მარტივია, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს კეთილდღეობასა და ჭაობს შორის.
“დღეს ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ამაყად დავიცავთ ჩვენი ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დავიცვათ იმისათვის, რომ პირნათელი ვიყოთ ჩვენი წინაპრების, აწმყოს და ჩვენი მომავლის წინაშე.
დიდება საქართველოს! მინდა მივესალმო საქართველოს უკანონო და უსამართლოდ პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მალე ვიზეიმებთ მის თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებასთან ერთად.
საქართველოში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დაყოფა სურდათ, თუმცა ერთიანობის იდეა ყოველთვის იმარჯვებდა, სწორედ ერთიანობის და ძლიერი საქართველოს იდეით გააერთიანა დავით აღმაშენებელმა საქართველო. სწორედ ერთიანობის იდეა ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს, სწორედ ერთიანობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის იბრძოდა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ჩვენც ვიბრძვით საქართევლოს ერთიანობისთვის და ნათელი მომავლისთვის.
26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან კონკრეტული და ძალიან მარტივია. ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა, მათ მოაქვთ იზოლაცია, ჩვენ მოგვაქვს ევროკავშირი, მათ მოაქვთ უბედურება, ჩვენ მოგვაქვს მომავალი, მათ მოაქვთ წარსული, ჩვენ მოგვაქვს განვითარება, მათ მოაქვთ განუვითარებლობა, ჩვენ დიდი სიკეთეები მოგვაქვს, მათ კი ჭაობი და კორუფცია მოაქვთ. 26 ოქტომბერს ის უბედურება რაც დღეს საქართველოში ხდება დასრულდება. პირობას გაძლევთ, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა.
აქედან მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, შენი დრო დამთავრდა, ჩვენს ქვეყანაში იმარჯვებს ხალხი და ევროპისკენ მივდივართ. 26 ოქტომბერს ვიშორებთ “ქართულ ოცნებას” და უსწრაფესად ვიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ვიხსნით წვდომას 14 მილიარდიან ფონდზე. ვანულებთ საპენსიო სესხებს, ვზრდით პენსიებს ასაკით პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, შშმ პირებისთვის და ომის ვეტერანებითვის. ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ვამთავრებთ ცენტრალურ მაგისტრალს, ვიწყებთ ლაზიკის პროექტის აღმშენებლობას.
ვაფართოებთ ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს. ევროკავშირში პირდაპირ ფრენებს ვიწყებთ. ვქმნით სამუშაო ადგილებს, რომლის ანაზღაურებაც საშუალო 3000, ხოლო მინიმალური 1500 ლარი იქნება.
ყველა რეგიონში იქნება საწარმო სადაც ქართველი ხალხი ღირსეულად, მაღალი ანაზღაურებით იქნება დასაქმებული. გნავავითარებთ სოფლებს, აბსოლუტურად ყველა სოფელში მივა გზა, წყალი და სწრაფი ინტერნეტი. ასევე წამოვიწყებთ პროგრამას სოფელში მაცხოვრებელთათვის, ყველა ადამიანი, რომელიც სოფლად ცხოვრობს ყოველთვიურად მიიღებს 300 ლარიან დახმარებას, რათა სოფლები არ დაცარიელდეს.
ვიწყებთ ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროექტს, მილიარდიანი ფონდი, უამრავი პროექტი, რომელიც გაიხსნება ემიგრანტებისთვის, რათა დაბრუდნენ სამშობლოში და მცირე ბიზნესი წამოიწყონ.
ვიწყებთ ფუნდამენტურ რეფორმებს მართლმსაჯულებაში იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენი ყურადღების განსაკუთრებული ცენტრი იქნება კულტურული სფერო, თბილისი და საქართველო ევროპის კულტურული ცენტრი იქნება.
ახალგაზრდებისთვის ვქმნით სრულიად ახალ ცოდნის კერებს, მთელ საქართველოში სადაც არის უნივერსიტეტები გაიხსნება საუნივერისტეტო ქალაქები, სადაც ადამიანებს ექნებათ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. ყველა სტუდენტს დაურიგდება მაკბუქები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დარჩება ადამიანი, ვინც სამუშაო ადგილს ვერ მოიპოვებს ქვეყანაში. განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იქნება ჩვენთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ