გიორგი ვაშაძე – 20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა 50%-ზე მეტია, ღარიბაშვილს ვეკითხები – დავოსში რომ იყავი, რომელ ამ კომპანიას შეხვდი, საქართველოში რომ შემოსულიყო?

20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, მ განაცხადა, რითაც საქართველოში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ ვითარება შეაფასა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კორუმპირებული ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიები გამოჩნდნენ.
ახალგაზრდებთან შეხვედრისას და მათთან საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში შემოიყვანენ, რაც ახალგაზრდებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს შეუქმნის.
„20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს, ხოლო ვინც პოულობს, ქსელურ მაღაზიებში 700-800 ლარად მუშაობს. ამის საპირწონედ, დატოვა 500- ზე მეტმა კომპანიამ და 5000-ზე მეტმა ბრენდმა, 266 მლრდ- ის ქონებამ და 2 მლნ-ზე მეტმა სამუშაო ადგილმა.
მე კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს – დავოსში რომ იყავი ჩასული, რომელ ამ კომპანიას შეხვდი, რომ საქართველოში შემოსულიყო? სად წავიდნენ იცით ხალხო? წავიდნენ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, თურქეთში. თურქეთზე არაფერს ვამბობ, აზერბაიჯანში რატომ უნდა წასულიყო და არა საქართველოში?! ამის მიზეზი არის სწორედ ოლიგარქიული, კორუმპირებული მმართველობა, ივანიშვილ--ღარიბაშვილი. მათ არ უნდათ საერთაშორისო ინვესტიციები, თორემ ამ ახალგაზრდებს ახლა მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ექნებოდათ. აი, ეს არის ჩვენსა და მათ შორის სხვაობა.
ჩვენ ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში, მთავარია, რომ ეს კორუმპირებული კასტა მოვაშოროთ მმართველობას და ამ კომპანიებთან დავიწყოთ მოლაპარაკება. როდესაც ქვეყნის მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ მიდის დავოსში, ამ კომპანიებს არ უნდა ელაპარაკებოდეს? კითხვა დავსვათ – რატომ არ შემოვიდა არცერთი ეს კომპანია საქართველოში?! აზერბაიჯანში რა არის უკეთესი, ვიდრე საქართველოში? – ხელისუფლება. მეტი კი არაფერია, ხელისუფლებას იმ კუთხით ვამბობ, რომ დაელაპარაკა ინვესტორს და ჩაიყვანა, ხოლო ესენი, თუ წილი არ აქვთ, არავის არ ელაპარაკებიან. ამიტომაა, რომ ახალგაზრდები ღირსეულ სამუშაო ადგილებს ვერ პოულობენ, 700 ლარზე მუშაობენ და ეს თანხა გაზრდილი ფასების პირობებში არაფერია და მერე უწევთ ქვეყნიდან ემიგრაციაში წასვლა. აი, ამ კატასტროფულ ვითარებაში ვართ და რაც შეიძლება სწრაფად, ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმშენებელი“ ავრცელებს.