– ხელისუფლებამ იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს – დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის

ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ახლა საჭიროა ქართველი ხალხის მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
„თვითმარქვია პრემიერის დღევანდელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს.
სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა საჭიროა ჩვენი, ქართველი ხალხის, მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის!“, – წერს გიორგი ვაშაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე