გიორგი ვაშაძე – წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – პროდუქტს, რომელიც უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს

15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მ ახალი პროექტის, “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პრეზენტაციისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ახალი პროექტი უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს, რომელიც შემოსავალს გაზრდის არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ საქართველოს თითოეულ ოჯახშიც.
“ დღეს წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
პროდუქტს, რომელიც უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს. გაუმარტივებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეებს.
გაზრდის შემოსავლებს თითოეული ოჯახისთვის და ამავდროულად, გაზრდის შემოსავალს საქართველოს ბიუჯეტში. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.
15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა. გაამარტივა ყოველდღიური სერვისები და ბიუროკრატია, ხელმისაწვდომი გახადა ეს ყველაფერი.
იმ დროს იუსტიციის სახლი მთელ მსოფლიოში ინოვაცია იყო და დღემდე ითვლება ფიზიკური სერვისების მიწოდებაში ნომერ პირველად მსოფლიოში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას