შს მინისტრს – მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა და ირაკლი , რომლებიც ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან – ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ

მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა და ირაკლი , რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობის მთავარი ორგანიზატორები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.
“ქვეყანაში ქაოსია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ამ ქაოსის სახელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, არ გვეღირსება არც სიმშვიდე, არც ევროკავშირში ინტეგრაცია და არც განვითარება. მისი და ჩვენი ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისგან. მას უნდა, რომ ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ ნორმალურად და ადამიანურად ცხოვრება გვინდა ამ ქვეყანაში.
-სგან მივიღე რაღაც გაურკვეველი ფურცელი [უწყება] და მინდა ვახტანგ გომელაურს მივმართო, თქვენ აქ სახელი და გვარი შეგეშალათ. აქ უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. მაინტერესებს დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და , რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად “ტიტუშკები”, “ტიტუშკებს” აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს. ვახტანგ გომელაურს მივმართავ – არის თუ არა დაკითხვაზე დაბარებული ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, ბიძინა ივანიშვილი, და შეიძლება თქვენც, თუ თქვენც, მაშინ სხვა უწყება გამოგკითხავთ.
არის თუ არა გამოკითხვაზე დაბარებული ჯგუფურ ძალადობაზე, ჟურნალისტებზე თავდასხმის, ადამიანების თავ-პირის მტვრევის ორგანიზებაზე, სისხლში გათხვრილი ადამიანები დაბარებულები? – ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ამ ფურცლების გამოგზავნას კი შეეშვით!
პასუხს ველოდები ე.წ. შს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…