გიორგი ვაშაძე შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე – თვითონაც დარწმუნდნენ და ყველამ კარგად ვიცით, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არაფერი ეშველება, ერთადერთი საშველი 26 ოქტომბერია, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ

თვითონაც დარწმუნდნენ და უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ს და არც ივანიშვილს არაფერი ეშველება. ერთადერთი საშველი არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ კონგრესმენ მაიკ ტერნერის და სენატორ ჯინ შაჰინის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, მათი ვიზიტის მიზანი ხალხის მხარდაჭერა იყო და „მცდელობა, რომ იქნებ რაიმე ეშველოს “ქართულ ოცნებას”.
„რატომ ჩამოვიდნენ რიგგარეშე ვიზიტით? – პირველი: ხალხის მხარდაჭერა, მეორე: მცდელობა, რომ იქნებ რაიმე ეშველოს “ქართულ ოცნებას”.
თვითონაც დარწმუნდნენ და უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ არც კობახიძეს და არც ივანიშვილს არაფერი ეშველება. ერთადერთი საშველი არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ“,- აღნიშნა ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მისთვის „იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით“.
ამასთან, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე.
კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა კი მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და კონგრესმენს იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება.

ასევე დაგაინტერესებთ