ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება – მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა უნდა მოხდეს, ასევე, იქნას დაცული უსაფრთხოების ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „თვითმარქვია ხელისუფლებამ“ ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
“ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება.
ცხადია, ჩვენმა თვითმარქვია ხელისუფლებამაც ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე!
ბათუმში ორი ბავშვის გარდაცვალება უსაფრთხოების სრული უგულებელყოფისა და სისტემური უპასუხისმგებლობის შედეგია.
რიყეზე რომ ბავშვი დაიღუპა, ვინმემ გაკვეთილად მაინც მიიღო?! სამწუხაროდ – არა. ვაკის პარკის ტრაგედია? – არა!
რას აკეთებენ ზედამხედველობის ორგანოები? რატომ ხდება, რომ უსაფრთხოების ნორმები სისტემატურად ირღვევა, ხოლო ტრაგედიები მეორდება?
ირაკლი კობახიძეს, თვითმარქვია რეჟიმის პრემიერს, პირდაპირ ვეკითხები:
თქვენ რამდენიმე დღის წინ ბათუმში იყავით, ე.წ. ოცნების ქალაქში, დაპირებები გაეცით, ხალხს ბედნიერი მომავალი აღუთქვით.
და დღეს? სად ხართ ახლა, როცა ამავე ადგილზე ტრაგედია დატრიალდა?!
ცრუ დაპირებული მშენებლობის დაცვის ნაცვლად უსაფრთხოება რომ დაგეცვათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა!
მაგრამ თქვენთვის მთავარია ფული, კონტრაქტები და მორიგი გადაგორებული ტრაგედია.
ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის არაფერია!
მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით!
მოხდეს სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.
დაცული იქნას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
ბავშვების სიცოცხლე არ არის სტატისტიკა!
გუშინ რიყე, დღეს ბათუმი – ეს აღარ უნდა გაგრძელდეს!
და როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა და განვითარება, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე იყოს დაცული!
ბავშვების სიკვდილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს! თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ საშინელ ტკივილს!“,-წერს გიორგი ვაშაძე.
