გიორგი ვაშაძე – ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ, შევასხათ სახეში – ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს!

ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ, სთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ დაწერილ ციფრებს ხელს მოაწერს.
„მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს, მან გაკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და სათქმელი. კალანდარიშვილი და მისი გვერდით მჯდომები ამ ქვეყნის სირცხვილი არიან და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. ყველამ მელანი ავიღოთ და ვინც სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! პროტესტი და აქციები გაგრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ამ არჩევნებს აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არ აქვს. დამკვირვებლები სხდომაზე იმიტომ არ შეუშვეს, რომ ეს სპეცოპერაცია იყო რუსული ჩართულობით დაგეგმილი. ეს იცის საერთაშორისო საზოგადოებამ და სწორედ ამიტომ არ შეუშვეს საერთაშორისო დამკვირვებლები. ლეგიტიმაციის ნატამალი არ აქვს ამ არჩევნებს. ეს ივანიშვილის მიერ დაწერილი ციფრები, რომელსაც საარჩევნო კომისია ხელს მოაწერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.