გიორგი ვაშაძე – ღიმილისმომგვრელია, რომ ბაჩიაშვილი ჩამოვიდა, ნეიტრალურ ზონაში, ფეხით სეირნობდა და ოხანაშვილმა დაინახა – საერთაშორისო ინსტიტუციები უნდა დაინტერესდნენ

ღიმილისმომგვრელია ის ფაქტი, რომ გიორგი ბაჩიაშვილი თვითონ ჩამოვიდა, ნეიტრალურ ზონაში, ფეხით სეირნობდა, რა დროსაც ოხანაშვილმა პირადად დაინახა , – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აუცილებელია კითხვებს გაეცეს პასუხი თუ როგორ აღმოჩნდა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში, მით უმეტეს, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არ მომხდარა ბაჩიაშვილის სხვა ქვეყნიდან ექსტრადირება.
მისვე თქმით, ამ საქმით შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციები უნდა დაინტერესდნენ.
„ბაიაშვილთან მიმართებაში ს პირდაპირი ანგარიშსწორებაა. როგორც ჩანს, გარკვეულ ჯგუფებს დაულაგა, სადაც ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, იქიდან გაიტაცეს და მოიყვანეს საქართველოში. შეიძლება ამაში დიდი ფულიც იყოს გადახდილი. არ მჯერა იმის, რომ ბაჩიაშვილი საზღვარზე თვითონ მოვიდა და მწვანე ზონაში თუ ნეიტრალურ ზონაში ფეხით სეირნობდა. რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ბაჩიაშვილი პერსონალური სამიზნეა, აქედან გამომდინარე, ის ყველაფერზე წამსვლელია. თვითონ შინაარსი თუ როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი საქართველოში, კრიმინალია, საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაულია და ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. როგორ მოხდა ისე, რომ სხვა ქვეყანაში მყოფი ადამიანი უცებ აღმოჩნდა საქართველოში. ექსტრადირებასთან და სხვა სამართლებრივ პროცედურასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რაზეც შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციები უნდა დაინტერესდნენ. ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ბაჩიაშვილი თვითონ ჩამოვიდა, ნეიტრალურ ზონაში, ფეხით სეირნობდა, რა დროსაც ოხანაშვილმა ის პირადად დაინახა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ საკუთარ პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, გირაოს გადახდით მან ციხეში წასვლა უბრალოდ გადადო – „ზოგი ახლა ზის ციხეში, ზოგიც მერე ვიქნებით“.
„დღევანდელი პროცესის მთავარი შინაარსი იყო გაბედავდა თუ არა მოსულიყო სასამართლო სხდომაზე, რადგან სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სწორედ მისი შუამდგომლობით ვართ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თეა წულუკიანს ეშინია სასამართლოში მოსვლის. დაასაბუთოს თავისი პოზიცია თუ რატომ ითხოვს პოლიტიკური ოპონენტების დაჭერას დღეს, ამ ვითარებაში.
წულუკიანს შეეშინდა მოსულიყო, შეეშინდა კითხვების, შეეშინდა საზოგადოების წინაშე წარმდგარიყო და მოსამართლემაც წულუკიანის შიშები უზრუნველყო იმით, რომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა.
შემდგი პროცესი არის 9 ივნისს. ის, რაც ჩვენ ვიხილავთ ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. მე უბრალოდ, ჩემი დაკავება გადავდე, სხვა არაფერი. არ გადამიხდია, ქონება ჩავდე და როდესაც საპატიმრო სასჯელს გამოიტანს მოსამართლე, ამის შემდგომ ყადაღა მოეხსნება ჩემ ქონებას და გამიშვებენ ციხეში. ამის არავის ეშინია , მზად ვართ ამისთვის. ეს გადაწყვეტილება მივეღე იმიტომ რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვარ. ჩავთვალე, რომ ასე უკეთესია, ვიდრე ახლავე წავიდე ციხეში. ზოგი ახლა ზის ციხეში, ზოგიც მერე ვიქნებით“, – განაცხადა ვაშაძემ.