– ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აცდენილია რეალობას – ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს

ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, მ განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
მისივე თქმით, გამოსავალი არსებობს, რაც 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებით უნდა მოხდეს.
“ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს. დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია.
ამ დროს პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის და იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს.
ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს. მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია!”, – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი