გიორგი ვაშაძე – ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, გაერთიანება მოხდება მაშინ, როდესაც ტყუილები, დეზინფორმაცია, დაჭერები, ცემა დასრულდება და იქნება თანამშრომლობითი გარემო, მჯერა, რომ ამის შანსი გვაქვს

ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. გაერთიანება მოხდება მაშინ, როდესაც ტყუილები დასრულდება, როდესაც დეზინფორმაცია დასრულდება, დაჭერები და ცემა დასრულდება და იქნება თანამშრომლობითი გარემო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცულობის გარანტი სწორედ ევროკავშირია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მტრის წინაშე მარტო არ დატოვოს ქვეყანა.
“ვულოცავ ყველას დამოუკიდებლობის დღეს. ამ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება. ევროკავშირი ჩვენთვის არის სწორედ ის დაცულობა, რაც შეიძლება გვქონდეს ყველაზე მაღალი დონისა და მაღალი ხარისხის. გზა ევროკავშირისკენ სწორედ აქეთ მიდის, რომ საშვილიშვილოდ გარანტირებული იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და არ ვიყოთ მარტო დარჩენილი მტრის პირისპირ, რასაც “ქართული ოცნება” ცდილობს.
ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. გაერთიანება მოხდება მაშინ, როდესაც ტყუილები დასრულდება, როდესაც დეზინფორმაციები დასრულდება, დაჭერები და ცემები დასრულდება და იქნება თანამშრომლობითი გარემო. მე მჯერა, რომ ამის შანსი გვაქვს.
საქართველოში დღეს არის დამოუკიდებლობის დროს დაბადებული თაობა და ამას ვეღარაფერი ვერ შეცვლის და საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის.
მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევძელით წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ “ქართული ოცნების” არაღიარებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება