გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის – ხალხში თავს ვერ ყოფენ

„ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის – ხალხში თავს ვერ ყოფენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მ „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „გორბის“ კვლევა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” მარცხდება, ხალხი კი იმარჯვებს.
„ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის. ისინი მარცხდებიან. ხალხში რომელიმე მათგანი გინახავთ მოსიარულე? ვერც გადიან, ხალხში თავს ვერ ყოფენ. რაზე საუბრობენ? ამიტომ, ეს კვლევა ადასტურებს რომ „ქართული ოცნება” მარცხდება, ხალხი კი იმარჯვებს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „გორბის“ კვლევის თანახმად, საპარლამენტო ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 59.5%, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ -13.6%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 10.3%.

ასევე დაგაინტერესებთ