გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ

„ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ, როცა ჩვენ გამოვალთ მმართველი კოალიციის სახით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშზე გამომსვლელთა მისამართით ლაზერის მინათებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მარცხისთვის განწირულ „ქართულ ოცნებას“ ლაზერების გამოყენების მეტი აღარაფერი დარჩა.
„ადრეც ჰქონდა მცდელობა ასეთ ფაქტებს და ამის უკან დგას „ქართული ოცნება“. მე მათ ვეუბნები, რომ პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ, როცა ჩვენ გამოვალთ უმრავლესობის სახით, მმართველი კოალიციის სახით პარლამენტში. ეს მაინც არაფერს გიშველით თქვენ არც ერთ შემთხვევაში. მოემზადოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასაბარგებლად. ეს ლაზერი ამას მიუთითებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, რამდენიმე ახალგაზრდა, ერთ-ერთი სასტუმროდან, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშის დროს, გამომსვლელებს სახეში ლაზერს ანათებდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდები, მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ, სახეებს პლედებით იფარავდნენ და კამერებს ემალებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები

ნათია მეზვრიშვილი – გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა