თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკიდან უკვე საქმეზე გადავიდნენ.
მისი განმარტებით, უკვე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია გადადგმული.
“უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი ქართველების ქუჩაში დგომა არის გარანტია იმის, რომ ევროპიდან და ამერიკიდანაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება.
ვიბრძვით ჩვენ? – ამ ბრძოლას მხარდაჭერა ექნება, ვჩერდებით? – რა თქმა უნდა, გაჩერდება მხარდაჭერაც, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.
თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოობა მოთხოვნაში.
რა მოთხოვნები არსებობს – სრული პასუხისმგებლობა, რაც ხდება იმაზე, ეკისრება “ქართულ ოცნებას” და მის დეზინფორმატორ ტელეკომპანიებს, რომლებიც სიყალბეს სიყალბეზე ავრცელებენ აქციებთან დაკავშირებით; ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი მენეჯმენტითა და საერთაშორისო ჩართულობით და სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამ სამართალდამცავი ორგანოების პირობებში რაიმე არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ ისინი მართავენ სპეცოპერაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
მივმართავ “ქართული ოცნების” თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს – არაფერი სხვა, გარდა ამისა, არ დააწყნარებს სიტუაციას, ხალხი ითხოვს გამარჯვებას და გამარჯვებით დასრულდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.