გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება – ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით

„ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება – ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში გამართულ რიგით მეორე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „გუშინდელმა შეხვედრამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას ევროკავშირი არ უნდა და უნდა, რომ ხალხი კვლავ მოატყუოს, ვითომ რაღაცას აკეთებს“.
„ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით. ყველამ კარგად იცის, რა რეფორმებია საქართველოში გასაკეთებელი სასამართლო გასათავისუფლებელია; ასევე, ივანიშვილის არაფორმალური გავლენისგანაა გასათავისუფლებელი ყველა ინსტიტუცია; მედია უნდა იყოს თავისუფალი; პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ ციხეში და ა.შ. ამ ყველაფრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება. ამ სამუშაო ჯგუფებში ჩვენი მონაწილეობა სწორედ ამას ემსახურება, რომ ივანიშვილის პარტიას ქართული საზოგადოების ილუზიაში შეყვანის შესაძლებლობა არ მივცეთ. სხვა პარტიამ სხვა სტრატეგია გადაწყვიტა? -ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ყველას თავისი გზა აქვს. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ყველგან ვიქნებით, სადაც ევროკავშირის საკითხია და ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს. დღეს სიმართლე არის ის, რომ ივანიშვილის პარტიას არ უნდა ევროკავშირი და არ უნდა საქართველოს განვითარება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”