გიორგი ვაშაძე – უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან, მათ შორის „ვაიმარის სამკუთხედის“ მექანიზმები შეიძლება გააქტიურდეს – ბევრი სამუშაო ფორმატი გვაქვს დაქოქილი

უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, გერმანელი პარტნიორები ქართველებისგან ელოდებიან „კიდევ უფრო მეტ აქტივობას, კიდევ მეტ პროტესტს, მეტ ერთიანობას“.
„უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან. ქართველი ხალხის პროტესტს აქვს ძალიან სერიოზული შედეგები იმიტომ, რომ პირველად ხდება, რომ გერმანია ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში და არ ელოდება ბრიუსელის გადაწყვეტილებას, თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმ ცხრა პირზე, ვისაც შეზღუდვები დაუწესეს. კიდევ სხვა მექანიზმები, რომელიც შეიძლება ჩაირთოს, მათ შორის „ვაიმარის სამკუთხედის“ მექანიზმები შეიძლება გააქტიურდეს. ჩვენი მხრიდანაც ელოდებიან კიდევ უფრო მეტ აქტივობას, კიდევ მეტ პროტესტს, მეტ ერთიანობას, რაზეც აუცილებლად თქვენც ნახავთ ახლო მომავალში, რომ ბევრი სამუშაო ფორმატი გვაქვს დაქოქილი პოლიტიკური პარტიების მხარეს, სადაც სხვადასხვა დოკუმენტები დგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ