გიორგი ვაშაძე – უმუშევრობა და უპერსპექტივობა ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ უბიძგებს – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ეკონომიკური ჩავარდნის

უმუშევრობა, რომელიც მოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ის პესიმიზმი, რომელიც ქვეყანაშია, უბიძგებს ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ და ეს არის ის მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია და ამას უნდა შველა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ვაშაძე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულების პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდა ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულებას იწვევს.
ვაშაძის თქმით, აღნიშნული ვითარება საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული.
“დღე არ გავა, კვირა როგორც მინიმუმ, რომ სამწუხარო ინფორმაცია არ გავიგოთ, ნარკოტიკებისგან გარდაცვლილ ახალგაზრდებთან დაკავშირებით და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რამდენად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში.
უმუშევრობა, რომელიც მოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ის პესიმიზმი, რომელიც ქვეყანაშია, უბიძგებს ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ და ეს არის ის მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია და ამას უნდა შველა. ამის შველა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ახალგაზრდების 52%- ს არ აქვს სამსახური, განსაკუთრებით, ეს შეიგრძნობა რეგიონებში და სამწუხაროდ, შემდგომ ამ პესიმიზმისგან, ამ უპერსპექტივობისგან ნარკოდამოკიდებულები ხდებიან და ამას უნდა სისტემური ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან – ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის წინსვლა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ქვეყანაში.
მიუნხენში კონფერენცია გაიმართა და ივანიშვილის პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა მას, სადაც მარტო ევროპელი ლიდერები კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესკომპანიები, რომლებიც რუსული სანქციების შემდგომ ეძებენ ალტერნატიულ ადგილს, თუ სად გადაიტანონ თავიანთი ოფისები, წარმოება, მომსახურების ცენტრები. ეს როცა არ აინტერესებს მმართველ პარტიას, ნიშნავს, რომ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ გვაქვს ეს მძიმე მდგომარეობა, როცა ადამიანები არიან ნარკოდამოკიდებულები და სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ მთავრდება ეს ყველაფერი ხშირად ქვეყანაში. ამიტომ, თუ ვინმე მეკითხება, რა არის ამის შველა- ამის შველაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს თავის თავზე, რომ ქვეყანა წინ მიდის და მას აქვს პერსპექტივა, არის მაღალი ანაზღაურება, შრომობს და მაქსიმალურად ვითარდება.” – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ