გიორგი ვაშაძე – ტყუილად იხარჯებით, “ქოცებო” – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ

ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს – ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვაშაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ფაქტი „ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს“.
“ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს – ეს ივანიშვილისა და მისი „კლანის“ საერთაშორისო ასპარეზიდან საბოლოო მოკვეთას ნიშნავს. რეჟიმი ცდილობს, ეს მარცხი ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს, მაგრამ ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ!”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ლილუაშვილი – დროა დავსვათ კითხვები: თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია?