გიორგი ვაშაძე – სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს

სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს – ვაი, თქვე საცოდავებო! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, -ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ყველა ნარატივი ტყუილია.
„პირდაპირ გეტყვით, რომ სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს და თქვენ ამას დაინახავთ. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. როგორც ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის, ევროპის საბჭოს პოზიცია იყო ტყუილი, ზუსტად ასეთივე ტყუილი არის ტრამპთან მიმართებაში ყველა ნარატივი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მეტი არაფერი. ვაი თქვე საცოდავებო – ეს შემიძლია შევუთვალო ამ ადამიანებს“, -განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – „ალტერნატივა გერმანიისთვის” პატრიოტული ძალაა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, ვინაიდან პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან მათ და მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“

ტატა ხვედელიანი – ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება რადგან არჩევნები დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს – ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც