გიორგი ვაშაძე – სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან – გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს

სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან – გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ კახეთში, წნორის ცენტრალურ სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ოპოზიციური პარტიების ერთიანობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ერთიანობა არის რაც გაგვიყვანს ამ ძნელბედობის ჟამს და გადაარჩენს საქართველოს. ხელი უნდა ჩამოვართვათ ერთმანეთს, ერთად დავდგეთ, შევაბიჯოთ ევროკავშირში, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, რაც კახეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი- სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება საქართველოსთან მიმართებით, ალბათ, ყველაზე მძიმე კოშმარულ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა, მაგრამ გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
კახეთი არის მაგალითი მათი მატყუარა სახის და ამ ტყუილებს უნდა დავუსვათ წერტილი 26 ოქტომბერს. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ერთიანობის ბლოკი შევქმენით. აქ არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, გია ჯაფარიძე არის ჩვენთან ერთად, . ჩვენ წავედით ცოტა სხვა გზით. ხალხი რასაც ითხოვს, რომ საინტერესო ადამიანები შემოგვიერთდნენ, ამ ადამიანებისთვის გავხსნათ პლატფორმა. ჩვენთან მეტ საინტერესო ადამიანს იხილავთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათაც ვუსურვებ წარმატებას, მეტ გაერთიანებას და მეტ კონსოლიდაციას ვუსურვებ. ჩვენ დიდი ერთიანობის მომხრე ვართ, სამწუხაროდ, სხვებმა, ობიექტურად, შესაძლოა, გადაწყვიტეს, რომ ცალკე უნდა ჩამოაყალიბონ და მათ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ საბოლოოდ, დიდ გამარჯვებაში ერთად ვიქნებით. ერთიანობის იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების მთავარი მექანიზმი არის ერთიანობაში ზუსტად.
დღე არ გავა, უმაღლესი რანგის დელეგაცია არ ჩამოვიდეს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. რატომ ჩამოდიან ასე ინტენსიურად?! იმიტომ, რომ ხედავენ, რომ გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის ერთიანობა. მიზანია ერთია, ერთიანობით საქართველომ გაიმარჯვოს და სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.