გიორგი ვაშაძე – სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, უნდა გავთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ – სირცხვილია, როცა გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს ვერ ართმევს ვერავის

ამ სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსგან ფრანგებიც, ევროპელებიც, გერმანელებიც ელოდებიან ერთიანობას, 26 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა უნდა დადგეს ერთად.
„გერმანია, , ევროკავშირი აჩერებს სრულად დახმარებას. ეს არის უდიდესი დარტყმა და სამწუხარო ფაქტი. არ მგონია, რომ საქართველოში ეს ვინმეს შეიძლება გაუხარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქედან გამოსავალი გვაქვს. ეს არის ერთიანობა და ერთსულოვნება 26 ოქტომბერს. ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ და ამ სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ. სირცხვილია, როცა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა დიპლომატიურ მიღებებს, მიდის საფრანგეთის მიღებაზე და იმდენად აქვს თავი მოჭრილი, მას მიმართვის, სიტყვის თქმის უფლებაც არ აქვს დარჩენილი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ნათელია. ნახეთ, ხომ გუშინდელი მიღება, მოვიდა და სწრაფად გაიპარა, იმიტომ, რომ იცოდა გარშემო არავინ იყო, ვინც ერთ პოზიტიურ სიტყვას ეტყოდა. ხელს ვერ ართმევს ვერავის. სირცხვილია ქვეყანას პრემიერ-მინისტრი რომ ჰყავს, რომელსაც ხელის ჩამორთმევის ეშინია; პრემიერ-მინისტრი, რომ ჰყავს, რომელიც სცენიდან საზოგადოებამ გააგდო, დიდი საფეხბურთო პოზიტიური დღის დროს. ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ და გზა არის ერთიანობა. ჩვენგან ფრანგებიც, ევროპელებიც, გერმანელებიც ელოდებიან ერთიანობას, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.