გიორგი ვაშაძე – საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს – 22 მარტს, შევიკრიბოთ ერთად!

საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს – 22 მარტს, შევიკრიბოთ ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, 22 მარტს იქნება გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.
„22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიმართ. ამერიკის „მეგობარი აქტის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურყევ ურთიერთობას. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.
ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, ვერთიანდებით, რათა ნათლად განვაცხადოთ –საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს! 22 მარტს, მოდით ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი!“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა