გიორგი ვაშაძე – საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, რომელსაც „ოცნება“ ბლოკავს – 14 მილიარდი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ფასების დაწევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამგორის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, სადაც პირველი პუნქტს „კი ევროპას“ წარმოადგენს:
“კეთილდღეობა ევროკავშირში, რომელიც ჩვენ მოგვაქვს და ვუხსნით ხალხს, პასპორტს ვურიგებთ, სადაც არის მთელი ჩვენი პროგრამა და პირველი არის – კი ევროპას. 14 მილიარდი მოგვაქვს ევროკავშირისგან და „ოცნება“ ამას ბლოკავს. აი, ამაზე ვესაუბრებით ხალხს.
საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი, 14 მილიარდი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ფასების დაწევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, სოფლის განვითარებას, რეგიონალურ და დიდ ურბანულ პროექტებს, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ და ამას ბლოკავს „ქართული ოცნება“. მგონი, ძალიან ნათელია არჩევანი – ევროკავშირი და კეთილდღეობა თუ სიღატაკე და იზოლაცია”, – განაცხადა ვაშაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ