– სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს – საქართველოს მომავალი ვერ იქნება მოძალადე რეჟიმის მძევალი!

ევროპაში საქართველოს მეგობრებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან – სანქციები მხოლოდ დასაწყისია, მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა გვჭირდება, ეს ორი კი ერთად მუშაობს“.
„სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს.
ევროპაში საქართველოს მეგობრებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან. პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ბევრი მეგობარი. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა, ეს ორი ერთად მუშაობს!
ბრიტანული სანქციები გვაჩვენებს, რომ რეჟიმის მოძალადეები ვეღარ დაიმალებიან – კაიმანი, ბერმუდა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები მათი უსაფრთხო თავშესაფარი აღარ იქნება.
ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა, ვინც ხალხზე იძალადა, სრულ იზოლაციაში მოექცეს – ფინანსურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად. საქართველოს მომავალი ვერ იქნება მოძალადე რეჟიმის მძევალი!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია