გიორგი ვაშაძე – სამართალდამცავებს დაველოდები აქ, ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში, სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად

სამართალდამცავებს დაველოდები აქ, ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში, სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა, მას შემდეგ რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც მან განაცხადა, მმართველი გუნდი აუცილებლად დამარცხდება.
„მე აქ დაველოდები. დილიდან მობილიზებული ჰყავდათ საპოლიციო ძალები და ნათელი იყო, წინასწარ იცოდნენ ყველა გადაწყვეტილება. დაველოდები აქ ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში, სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად. ალბათ ისინიც მიყურებენ ეთერში. მოკითხვა აქედან ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს, ყველა იმ ქართველს, ვაჟკაცსა და ქალბატონს, რომელიც იბრძვის ბოლომდე. იცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, მხოლოდ გამარჯვებისკენ! მშიშარა ივანიშვილი თავისი ებით აუცილებლად ძალიან მალე დამარცხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ქართველ ხალხს გატეხს. შენ ვერასდროს ამას ვერ მოესწრები! იცოდე, რომ შენ მოგიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა! შენი ადგილი ამ ქვეყანაში არაა! იმიტომ, რომ შენ და შენი გუნდი ხართ მოღალატეები, რომელთაც უნდათ, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციონ!“- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.