გიორგი ვაშაძე – როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ და ტრამპის გარემოცვასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა – „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს, უბრალოდ უნდა, ამ სიყალბით საზოგადოება მოატყუოს

ჩვენ როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ტრამპის გარემოცვასთან – „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს, უბრალოდ უნდა, რომ ამ სიყალბით მოატყუოს ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს თავისი თავის გარდა.
„ტრამპი, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე, „დემოკრატები“ არიან ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები. მათთან ერთად, მათი მხარდაჭერით საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი ერთიანი. ჩვენ უვიზო მიმოსვლასაც გავაფორმებთ ამერიკასთან, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქართლი ოცნება“ მოვიშოროთ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ცრუ ინფორმაციების – პირდაპირ გეტყვით, რომ „რესპუბლიკელების“ ინიცირებულია „მეგობარი აქტი“, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მიმართებაში ფინანსურ სანქციებს. ჩვენ როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ტრამპის გარემოცვასთან. შეგახსენებთ, რომ ტრამპი საქართველოში ერთხელ არის ნამყოფი და ისიც 2012 წელს ს მოწვევით”, – განაცხადა ვაშაძემ.