გიორგი ვაშაძე – რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს სინდისის პატიმრები, უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! – მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან

რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს სინდისის პატიმრები, უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, მტრად აცხადებს სრულიად ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! – მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან!, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.
მისი თქმით, ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი პირადად არც მას მიუღია.
„რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს სინდისის პატიმრები, უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, მტრად აცხადებს სრულიად ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! მე მოსაწვევი კი არ მივიღე, ავდექი და მოვედი. რად მინდა ევროპის დღეზე მოსაწვევი, ხალხო?! ევროპის დღე ჩემია, მოსაწვევი რაში მჭირდება?! ავდექი და მოვედი, არაფერი მოსაწვევი არ მიმიღია. რატომ თვითონ ვერ მოვიდნენ?! იმიტომ რომ მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან, აქ რომ გამოიარონ ახლა ევროპის დღეზე საოცრება დაემართებათ. მარტო შეუძლიათ შენობებში გამოიკეტონ პოლიციის ალყის უკან. ეგ არის და ეგ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, მ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს – შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, ცეცხლი სრულად და უპირობოდ, მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდეს