– რეჟიმი ცდილობს, ყველა დასაჯოს, ვინც მის სიცრუესა და უსამართლობას არ ეგუება, მაგრამ არ გაუვა – სრული სოლიდარობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს ეხმაურება.
როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან.
“მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან.
რეჟიმი ცდილობს, ყველა დასაჯოს, ვინც მის სიცრუეს და უსამართლობას არ ეგუება, მაგრამ ეს არ გაუვა!
სრული სოლიდარობა მამუკას!
ივანიშვილი ამ ბრძოლას ვერ შეაჩერებს და ის აუცილებლად დამარცხდება!” , – წერს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, პროკურატურამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ ს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლი, რითაც ხაზარაძეს ბრალდება წარედგინა, “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა