– რეგიონებში ტურნეს ვაგრძელებთ – საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებაა

„გამარჯვების კოალიციის“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები შეხვედრებს შიდა ქართლში, კასპში მართავენ.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განხილულ თემებს სამომავლო გეგმები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაცია წარმოადგენს.
როგორც აღნიშნავს, არჩევნებში გამარჯვებისთვის ძალის მაქსიმალური კონსოლიდაციაა საჭირო, რათა საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
„რეგიონებში ტურნეს ვაგრძელებთ. საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებაა. ამისთვის მნიშვნელოვანია ძალების მაქსიმალურად კონსოლიდაცია, არჩევნებში გამარჯვება, რაც მოიტანს სწრაფ რეფორმებს და სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ სვლა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ