გიორგი ვაშაძე – რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა – ზურაბიშვილს მართებს, კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს

რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა – ზურაბიშვილს მართებს, კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ჟურნალისტებთან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს მიერ ს მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ ს გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
მისი თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს.
„ის, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია, ეს არის სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიცია. პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს – ორჯერ ორი ოთხია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს მართებს, ამ კონკრეტულ კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს. მე იმედი მაქვს, მოვა დრო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება,“- განაცხადა ვაშაძემ.