გიორგი ვაშაძე: „რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?” – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! – ჩვენი ისტორია თურმე „პიარია“, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები”?!

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?” – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.

აღნიშნულით გიორგი ვაშაძე აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, ს განცხადებას გამოეხმაურა.

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?” – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს! თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული”, მაშინ: გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!

ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია თურმე “პიარია”, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები”?!

ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი! და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის! არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.