გიორგი ვაშაძე – რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ – ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის

რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ – ეს ცვლილება შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ გენდერული კვოტების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არასწორია და მას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწინააღმდეგება.
„ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ქალი კანდიდატები ჩვენ სიაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვართ ამ ცვლილების, იმიტომ რომ ქალებს ნამდვილად სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ იყვნენ აქტიური პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკონომიკური თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ კვოტირება არის ის მექანიზმი, რომლითაც ქალებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თავის რეალიზების.
მოდით, ღია ვთქვათ, ეს ცვლილება შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში. რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ. ეს არის რეალობა. იმ ქალბატონებსაც დაუსვით კითხვა, თვითონ უჭერენ მხარს საკუთარი თავის უფლებრივ შეზღუდვას ამ კონკრეტულ ცვლილებებში? პირდაპირ ვამბობ, ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესები და მეტი არაფერი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“.

ასევე დაგაინტერესებთ