– პროტესტის 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ – ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება

ოპოზიციური ლიდერები სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთებენ.
ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მ ჭავჭავაზის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ს ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციური ლიდერები კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმაზე ისაუბრებენ.
„ჩვენ 20:00 საათზე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ამის შემდგომ ოპოზიციური ლიდერები გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. [პროტესტის] 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ უკვე პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ. ჩვენც გვაინტერესებს მისი საჯარო განცხადება რასთან დაკავშირებით იქნება, დაახლოებით ვიცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, რომელსაც შემოგთავაზებთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება უკვე შემდგომ გეგმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა