გიორგი ვაშაძე პრემიერს – მინდა კითხვა დავუსვა – შენი ზიზღის რიტორიკისგან, ირაკლი, ქართველ ხალხს რა? რამეს გაუკეთებ? – არაფერს! – გინდათ, მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ

მინდა კიდევ ერთხელ კითხვა დავუსვა – შენი ზიზღის რიტორიკისგან, ირაკლი, ქართველ ხალხს რა? რომ გიყურებს საქართველოს მოქალაქე, რა გაიგო მან? რამეს გაუკეთებ? – არაფერს! გინდათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
მან პრემიერის განცხადებები სიძულვილის რიტორიკად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს აღარ სჭირდება.
„კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ ერთი სიძულვილით სავსე რიტორიკა, რომელიც საქართველოს აღარ სჭირდება. მოდით ღიად დავსვათ კითხვა, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, გვინდა ვიცხოვროთ -ივანიშვილის ქვეყანაში, სადაც არის დაპირისპირება, სიძულვილი, მტრობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, უკიდურესი გაჭირვება, მაღალი ფასები და უმუშევრობა, თუ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, სადაც შემოდის ინვესტიციები, იქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ვასრულებთ დაპირისპირებას და ერთიანობით მივდივართ ევროკავშირისკენ და უფრო ღრმა პარტნიორობისკენ -სთან და ჩვენს პარტნიორებთან? გვინდა ვიცხოვროთ კობახიძე-ივანიშვილის ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია და ხალხი უკიდურესად ღარიბი და ამასაც აყვედრიან ხალხს, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის… თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც შემოდის 14 მილიარდი ევრო დამატებითი ინვესტიცია, რომ ამოიქაჩოს სოფელი, ამოიქაჩოს ქალაქი, ამოიქაჩოს ეკონომიკა შეიქმნას სამუშაო ადგილები და წავიდეთ წინ? ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი 26 ოქტომბერს. მინდა კიდევ ერთხელ კითხვა დავუსვა – შენი ზიზღის რიტორიკისგან, ირაკლი, ქართველ ხალხს რა? რომ გიყურებს საქართველოს მოქალაქე, რა გაიგო მან? რამეს გაუკეთებ? არაფერს! გინდათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელი შეუშალოს.
„ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ემიგრანტებს ხელი შეუშალოს არჩევნებში მონაწილეობისთვის, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სიდუხჭირის გამო, მაღალი ფასებისა და უმუშევრობის გამო წავიდნენ უცხოეთში და უნდა სამშობლოში დაბრუნება და ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლება არის შესაცვლელი. ამიტომ არ ხსნიან საარჩევნო უბნებს, მაგრამ ჩვენ მაინც მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი გავატაროთ რეგისტრაციაში“, – განაცხადა ვაშაძემ.