პრემიერის განცხადებაზე – მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე – მე ამკრძალავს ახლა ირაკლი ? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ?

მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე! – მე ამკრძალავს ახლა ? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? – ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის რესურსი მმართველ გუნდს არ აქვს.
„ამ თვითმარქვია ირაკლი ს ვეუბნები – რამდენ ხანს უნდა იტყუო შე საცოდავო, შენ?! მიდი თუ მაგარი ხარ, აკრძალე ოპოზიცია. აკრძალოს, რამდენ ხანს უნდა იბაქიბუქო?! რას ამკრძალავს! მე ამკრძალავს ახლა ? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? მაგ თვითმარქვიას. მიდი, ამკრძალე, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები! მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე შე თვითმარქვია უბედურო!“- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.