გიორგი ვაშაძე პრეზიდენტზე: …დანარჩენი უკვე მასზეა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება და  უნდა შეიწყალოს.

მისივე თქმით, თუ  მის უფლებამოსილებას გამოიყენებს, ეს მისი „მხრიდან ძალიან სწორი ქმედება იქნება”.

„პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება, დანარჩენი უკვე მასზეა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უნდა გამოიყენოს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ შემთხვევაში სიმბოლო საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ბრძოლის რუსული გავლენების წინააღმდეგ.

იურიდიულად აბსოლუტურად შესაძლებელია. იქ, სადაც დადგენილია განაჩენი, რითაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის საპატიმრო დაწესებულებაში, აბსოლუტურად შესაძლებელია, მისი შეწყალება”, – აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ის დარწმუნებული არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

„იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს აზრი ჩამომიყალიბდეს, მჭირდება კონკრეტული ნაბიჯები ვნახო მხოლოდ შეხვედრების და ინიციატივების გარდა. მათ შორის, ერთ-ერთი ნაბიჯი არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. აქედან გამომდინარე ჩამომიყალიბდება საბოლოო პოზიცია, არის თუ არა ის დამოუკიდებელი ივანიშვილის გავლენისგან“, – აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, თუ პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობას დატოვებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა „ივანიშვილმა „ქოცხმოსნებთან“ ერთად ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩიოს”.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის აქ შემდეგი, თუ ეს ხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, უნდა გვესმოდეს, ეს ნიშნავს, რომ „ქოცხმოსნებით“ ახალი პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს ივანიშვილმა 5 წლის ვადით. მე არ მგონია, რომ „ქოცხმოსმებს” ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. დღევანდელი კონსტიტუციით, სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს წაართვა უფლება, რომ პირდაპირ აირჩიოს შემდგომი პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის როლს პირველ რიგში, ვხედავ იმაში, რომ პრეზიდენტმა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს საქართველოში. აქ პრეზიდენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. მის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების კუთხით და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით კუთხით”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება