პოლიციას – შეიძლება ბევრი რამ დაგავალონ, თვითმარქვია რეჟიმი ათას სიგიჟეზე წავიდეს, მაგრამ თქვენზეა შეასრულებთ თუ არა – ადამიანს, რომელიც მშვიდობიანად მოდის, ეუბნებით, რომ ჩანთაში ჩაგახედოთ, რატომ?

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, სადაც ცოტა ხნის წინ მოქალაქეები გაჩხრიკეს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მივიდა.
ვაშაძემ ადგილზე მობილიზებულ თანამშრომლებს მიმართა და განუცხადა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ.
„კადრებიც ყოფილა, რომ ადამიანებს ჩანთებს უჩხრეკთ და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე ერთ რამეს გეუბნებით – შეიძლება ბევრი რამე დაგავალონ, შეიძლება, ეს თვითმარქვია რეჟიმი ათას სიგიჟეზე წავიდეს, მაგრამ ეს თქვენზეა შეასრულებთ თუ არა. მოიქეცით მშვიდად და წყნარად, ეს ქვეყანა ხომ თქვენიც არის? ეგ არის ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომელიც მშვიდობიან პროტესტზე მიდის, ათვალიერებ პოლიციელი და უჩხრეკს ჩანთას.
მე იმიტომ მოვედი, რომ გითხრათ, რომ ეს არ გააკეთოთ. მთავარი უკანონობა ის არის, რომ როცა რეჟიმი თვითმარქვიაა და თქვენ ამ დავალებას გაძლევთ, მიდიხარ ადამიანთან, რომელიც მშვიდობიანად მოდის და ეუბნებით, რომ იქნებ ჩანთაში ჩაგახედოთ. რატომ უნდა ჩაგახედოს? რატომ უნდა გაგიჩნდეთ ეგ სურვილი, რომ ვინმეს ჩანთაში ჩაიხედოთ“, – მიმართა ვაშაძემ სამართალდამცავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე