გიორგი ვაშაძე – პენსიონრებს, ვეტერანებს და შშმ პირებს ჩვენ ვთავაზობთ სამ ინიციატივას: საპენსიო სესხების განულებას, 1000-ლარიან პენსიას და უფასო მედიკამენტებს

სამწუხაროდ, პენსიონერებს ძალიან მძიმე ვითარებაში გიწევთ ცხოვრება, იმიტომ, რომ თითოეული დღე არის არჩევანი წამალსა და პროდუქტს შორის. როცა ვსაუბრობთ გაჭირვებაზე ქვეყანაში, პირველ რიგში, გვახსენდება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები, შშმ პირები, ვეტერანები და ის ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს ქვეყანაში,- ამის შესახებ “ერთიანობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ს მოგების შემთხვევაში, 384 000 პენსიონერს პირველი დეკემბრისთვის გაუნულდება საპენსიო სესხი.
“სამწუხაროდ, პენსიონერებს ძალიან მძიმე ვითარებაში გიწევთ ცხოვრება, იმიტომ, რომ თითოეული დღე არის არჩევანი წამალსა და პროდუქტს შორის.
როცა ვსაუბრობთ გაჭირვებაზე ქვეყანაში, პირველ რიგში, გვახსენდება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები, შშმ პირები, ვეტერანები და ის ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს ქვეყანაში იმიტომ, რომ ქვეყანაში სამსახური საპენსიო ასაკის კი არა, არა საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის არ არის, სამწუხაროდ.
ერთიანობის 5-პუნქტიან გეგმაში, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი არის, როგორ დავეხმაროთ პენსიონერებს? როგორ გავუმართოთ ხელი?
და როგორ გამოვასწოროთ ის უსამართლობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის.
სამი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩადებული.
პირველი – ეს არის საპენსიო სესხი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავანულოთ, რომელიც 384 000 პენსიონერს უნდა გადავუხადოთ.
დღეს 384 000 პენსიონერი, როგორც ასაკით პენსიონერი, ასევე შშმ პირები, ასევე ვეტერანები, სოციალურად დაუცველები იხდიან საპენსიო სესხს. თვეში 384 000 ადამიანი იხდის 80; 90; 100 ლარს ყოველთვიურად.
დღეს იმისთვის ვართ, რომ თქვენ მოგვისმინოთ.
ყველას გადავუხდით აუცილებლად 1-ელი დეკემბრისთვის, ჩავაბარებთ წარსულს და დასრულდება ეს სესხის პროცესიც.
მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 1000-ლარიანი პენსია შშმ პირებისთვის, ასაკით პენსიონერებისთვის, ვეტერანებისთვის.
ყოველ წელიწადს ორასი ლარით გაიზრდება პენსია და მიაღწევს 1 000-ლარიან ნიშნულს, რაც არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, პენსიონერებსაც ჰქონდეთ უკეთესი ყოველდღიურობა.
მესამე, ეს არის მედიკამენტები.
მედიკამენტზე პენსიონერი არ უნდა ფიქრობდეს, როგორც კი მას დასჭირდება წამალი, უფასოდ შეეძლება წამლის შეძენა.
ამიტომ ჩვენი შეთავაზება არის ეს სამი ინიციატივა.
ალბათ, ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, საიდან ამდენი თანხა?
ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთანავე ჩვენ გაგვიჩნდება 14 მლრდ ევროსთან წვდომა.
რაც ორ რამეს მოგვიტანს, პირველი ეს არის ხარჯების გამოთავისუფლება, რომელსაც სხვა მიმართულებით მივმართავთ და მეორე, მოიზიდავს მეტ ინვესტიციებს, რომელიც მეტ ეკონომიკას შექმნის და მეტ შემოსავალს შექმნის.
პენსიონერებს, ვეტერანებსა და შშმ პირებს ჩვენს ვთავაზობთ სამ ინიციატივას, საპენსიო სესხების განულებას, 1000-ლარიან პენსიას და უფასო მედიკამენტებს.
ეს არის, რასაც ჩვენ გთავაზობთ და აუცილებლად გავაკეთებთ ამას.
მიშას დროს პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, გაყინული პენსიები, უხეშად რომ ვთქვათ, გალღვა და 10-ჯერ გაიზარდა.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ 2.5- ჯერ ზრდაზე და არა 10-ჯერ ზრდაზე.
10-ჯერ ზრდის ამბიციაც გვაქვს, თუმცა ახლა მინიმალურს ვამბობთ, შეიძლება გაცილებით მეტი გავაკეთოთ” , – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?